კონფიდენციალურობის პოლიტიკა
ბოლო განახლება: 20 ოქტომბერი 2026
flapp (flapp.ge) — ვებ-სისტემა დეველოპერული კომპანიებისთვის: ბინების გაყიდვა, გადახდის გრაფიკები და შემონატანები. კონტაქტი: info@flapp.ge.
ვინ არის პასუხისმგებელი
საკონტაქტო ფორმით და მეილით მოწოდებულ მონაცემებზე პასუხისმგებელია flapp. კლიენტი კომპანიის სისტემაში შეტანილ მონაცემებზე (ბინები, გაყიდვები, გადახდები, მყიდველები) — თავად კლიენტი: flapp მათ ამუშავებს მხოლოდ მისი დავალებით და მხოლოდ მისი თხოვნით ეხება (მაგ. Excel-ის გადმოტანისას ან მხარდაჭერისას).
რას ვაგროვებთ და რისთვის
საკონტაქტო ფორმიდან — სახელს, კომპანიას, ტელეფონს, ელ-ფოსტას და ვებგვერდს; IP მისამართს — მხოლოდ დაშიფრული სახით, სპამისგან დასაცავად. სისტემის მომხმარებლებზე — სახელს, ელ-ფოსტას, როლს და ცვლილებების ჟურნალს. ვიყენებთ მხოლოდ თქვენთან დასაკავშირებლად და სისტემის მუშაობისთვის. მონაცემებს არ ვყიდით და რეკლამისთვის არ ვიყენებთ; სარეკლამო ან თვალთვალის cookies არ გამოიყენება.
სად ინახება
ევროკავშირში მდებარე სერვერებზე; თითოეულ კლიენტ კომპანიას საკუთარი, ცალკე ბაზა აქვს. კავშირი და ბაზა დაშიფრულია, კეთდება სარეზერვო ასლები. მონაცემები გადაეცემა მხოლოდ ტექნიკურ პარტნიორებს, რომლებიც სისტემის მუშაობას უზრუნველყოფენ; SMS და ელ-ფოსტის სერვისებს და ბანკებს — მხოლოდ თუ კლიენტი ამ ფუნქციებს ჩართავს; სახელმწიფო ორგანოებს — მხოლოდ კანონით გათვალისწინებულ შემთხვევაში.
ჩვენი Facebook აპი მხოლოდ flapp-ის გვერდზე აქვეყნებს სიახლეებს (გამოგონილი მონაცემებით) და Facebook-ის მომხმარებლების მონაცემებს არ აგროვებს.
რამდენ ხანს ვინახავთ
საკონტაქტო მოთხოვნებს — სანამ თანამშრომლობაზე ვსაუბრობთ, ან სანამ წაშლას არ მოითხოვთ. კლიენტის მონაცემებს — ხელშეკრულების ვადით; დასრულების შემდეგ, კლიენტის მოთხოვნით, ვუბრუნებთ (Excel) და ვშლით.
თქვენი უფლებები და მონაცემების წაშლა
შეგიძლიათ მოითხოვოთ თქვენი მონაცემების ნახვა, გასწორება ან წაშლა: მოგვწერეთ info@flapp.ge თემით „მონაცემების წაშლა“ — დაგიდასტურებთ 10 სამუშაო დღეში.
ბინის მყიდველებისთვის: თქვენს მონაცემებს ინახავს და მართავს თქვენი დეველოპერული კომპანია (flapp-ის სისტემაში). მათი ნახვის, გასწორების ან წაშლის მოთხოვნით მიმართეთ დეველოპერს — ის ამას სისტემაში შეასრულებს, ჩვენ კი საჭიროებისას დავეხმარებით.
თუ ფიქრობთ, რომ თქვენი მონაცემები არასწორად მუშავდება, შეგიძლიათ საჩივრით მიმართოთ პერსონალურ მონაცემთა დაცვის ზედამხედველ ორგანოს. პოლიტიკის შეცვლისას განვაახლებთ თარიღს გვერდის თავში.
Privacy policy — summary in English
flapp (flapp.ge) is a web system for real-estate developers to manage apartment sales, payment schedules and payments. For contact-form requests we are the data controller. For data our client companies enter into their systems the client is the controller, and flapp processes it only on the client's instructions.
We collect what you submit (name, company, phone, email, website), a one-way hash of your IP address for spam protection, and, for system users, name, email, role and an audit log of changes. We do not sell data or use it for advertising.
Data is stored on servers in the EU; each client company has its own separate database. It is shared only with technical providers that run the service, with SMS, email and bank services when a client enables them, and with authorities where the law requires. Our Facebook app only publishes posts to flapp's own Page, using fictional data, and does not collect or store any Facebook user data.
To access, correct or delete your data, email info@flapp.ge with the subject “Data deletion”. We will confirm within 10 working days.